Skip links

ვინილის იატაკი

ვინილის იატაკი

თანამედროვე ინტერიერში ვინილის იატაკი ძირითადად გამოიყენება კომერციულ პროექტებში კერამიკულ ფილებთან და ლამინატთან შედარებით მისი უპირატესობების გამო. უამრავი ფერი, გამძლე ზედაპირი, იოლად საწმენდი ზედაპირი და ნაკლები ხმაური სიარულის დროს.
მოწნული ვინილი არის გარდამავალი პროდუქტი ვინილისა და რბილ იატაკს შორის. იხმარება იქ, სადაც გვჭირდება მოცულობა, რელიეფი და ჰაეროვნება, ამავე დროს მომატებული ხარისხით დაცვა ბაქტერიებისა და ჭუჭყისგან, მედეგობა სისველისა და სუნის მიმართ.
თუმცა საყურადღებოა მონტაჟის საკითხი, რომელიც შემსრულებლის მხრიდან მაღალპროფესიონალიზმს მოითხოვს: თავისი სისქიდან გამომდინარე ვინილი იმეორებს არსებული იატაკის ყველა ხარვეზსს თუ იატაკი იდეალურად სწორი არ დახვდა, ხარვეზიების თავიდან ასაცილებლად საჭიროა იატაკის წინასწარი მომზადება.

მახასიათებლები:

  • ფერები – ხის და ქვის ფაქტურების ფართო არჩევანი; რელიეფური ზედაპირი;
  • ფორმატი – რულონი და ასევე სხვადასხვა ზომის ფილები;
  • სისქე – 2,5-4,5მმ
  • ექპლუატაციის კლასი – 33 – 34 და 43-44 კლასი;
  • მასალა – PVC;
  • ანტიაალებადი კლასი – Bfl – S1;
  • ანტისლიპის კლასი – R 9 -11;

 

PDF კატალოგის ნახვა
კატეგორია: