Skip links

Hygge ოთახის 6 საიდუმლო

 

თუ არ გსმენიათ დანიურ-ნორვეგიული კონცეფციის შესახებ, Hygge (ქართულად ჰუგა) არის ყოველდრიურ ცხოვრებაში კომფორტის, სიმყუდროვის, კეთილდღეობისა და კმაყოფილების საერთო განცდა, რომელსაც სკანდინავიურ ქვეყნებში ცხოვრების მიზნად ისახავენ.

ჰუგას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი არის ის, თუ როგორ ქმნით თქვენს სახლში გარემოს ოპტიმალური ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის. შევარჩიეთ რამოდენიმე რეკომენდაცია, რომელიც სასტუმროს ოთახების (და არა მარტო) მოწყობისას (ან გადაწყობისას) კომფორტისა და სტუმრების კმაყოფილების გაზრდაში დაგეხმარებათ:

  1. ბუნებრივი ელემენტები

ხის მასალები (ასევე ხის ეფექტის) ხელს უწყობს ბუნების შემოტანას ჩვენს სახლში, უფრო მყუდრო და ბედნიერი შეგრძნებისთვის. ინტერიერში შეიტანეთ მეტი ბუნებრივი ელემენტები, როგორიცაა ხის (ეფექტის) იატაკი და კარ-ფანჯარა, ხის ჩარჩოები, თიხის  დეკორი

  1. (ცოცხალი) მცენარეები

ცოცხალი მცენარეები წარმოუდგენლად გაზრდის თქვენი ოთახის სიმყუდროვეს – თანაც თუ ისეთ მცენარეს შეარჩევთ, რომელიც ჰაერს აუმჯობესებს და წმენდს, აღარ დაგჭირდებათ სპეციალური აეროზოლების მოხმარებაც.

  1. მეტი სინათლე

ბუნებრივი სინათლე ზოგადად არის ჰუგას უზარმაზარი ფაქტორი. სახლი მეტი ბუნებრივი განათებით ყველაზე სასურველია, თუმცა ხშირად მიუღწეველი. სინათლის გასაზრდელად შეარჩიერთ ღია ფერის ფარდები და მოათავსეთ სარკეები კედლებზე ფანჯრების მოპირდაპირე მხარეს, რათა გააორმაგოთ ბუნებრივი განათება თქვენს სახლში. აირჩიეთ ნათურები უფრო თბილი ნათებით და გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის განათების წყარო – ცენტრალური, წერტილოვანი, სამკითხველო…

  1. ავეჯი

პერსონალური კომპიუტერი და უკაბელო ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ ან უბრალოდ ინტერნეტში ვიძრომიალოთ არა მაგიდასთან მჯდომმა, არამედ კომფორტულ სავარძელში, ან თუნდაც საწოლშივე. სცადეთ და დაარღვიეთ შაბლონები – უსარგებლო საწერი მაგიდის ნაცვლად ოთახში ყველაზე კომფორტული საწოლი და სავარძელი დადგით.

  1. საწოლი

იმის გამო, რომ ჰუგა წარმოიშვა სკანდინავიაში, გასაკვირი არ არის, რომ იგი ეყრდნობა მინიმალიზმის პრინციპს თანამედროვე სტილში. თუმცა ქათქათა თეთრეულგამოკრული და ბალიშებითა და პლედით დახუნძლული საწოლის დანახვა მომენტალურად მოდუნების შეგრძნებას მოგგვრით და დასასვენებლად ჩაყვინთვას მოგანდომებთ.

  1. თბილი ელემენტები

სხვადასხვა სისქისა და ტექსტურის ტექსტილი ოთახს განსაკუთრებით მატებს სიმყუდროვეს. გამოიყენეთ ნოხი, სხვადასხვა ზომის ბალიშები და პლედები – შეუქმენით სტუმარს განცდა, რომ მას აქ დიდი ხანია ელოდნენ.

გაითვალისწინეთ ჰუგა-რჩევები და გახადეთ თქვენი ოთახი უფრო მყუდრო და მზრუნველი,  სადაც დასვენება და ენერგიის აღდგენა სრულფასოვნად იქნება შესაძლებელი.