Skip links

სტუმარ-მასპინძლობის შეფასება სასტუმროებში რეგიონების მიხედვით

მიზნად დავისახეთ კიდევ უფრო ღრმად შეგვესწავლა სტუმრების კმაყოფილების მიზეზი და შევადარეთ საქართველოს 4 ძირითად ტურისტულ რეგიონში სასტუმროები მომსახურების, კომფორტისა და რეკრეაციული ზონების მრავალფეროვნებით – თბილისში, კახეთში, ზღვაზე და მთაში. სპეციფიკიდან გამომდინარე ამ რეგიონებს სხვადასხვა ტიპის ვიზიტორები სტუმრობენ  და ასევე სხვადასხვაა ვიზიტების მიზნებიც. განსხვავებების მიუხედავად საერთო ყველას ერთი აქვთ  – ენერგიის აღდგენა და დასვენების დღეებით მაქსიმალური კმაყოფილების მიღება.

კახეთი მოწოდების სიმაღლეზეა, როგორც კომფორტის  – 100% 8-ზე მეტი და 87% ≥ 9 ქულით, ასევე პერსონალის გულითადი დამოკიდებულებით – 100% 8-ზე მეტი და 80% ≥ 9 ქულით.

თბილისი შეფასებით მცირედით ჩამოუვარდება კახეთს, თუმცა აქ სავარაუდოდ   მეტი მოლოდინის ბრალია კრიტიკული შეფასება, უფრო კომფორტი 94% 8-ზე მეტი და მხოლოდ 48% ≥ 9 ქულით, პერსონალიც 97% 8-ზე მეტი ქულით შეაფასეს სტუმრებმა და მათ შორის მხოლოდ 55%  ≥ 9 ქულით.

მთის სასტუმროებში (იგულისხმება ბაკურიანი, გუდაური და მესტია) სადაც ადგილობრივი დამსვენებლები ჭარბობენ შედარებით გრძელვადიანი დასვენების დროით. სტუმრები კომფორტს 100% 8-ზე მეტი და 46% ≥ 9 ქულით აფასებენ, ხოლო პერსონალის კეთილგანწყობას 97% 8-ზე მეტი და 43% ≥ 9 ქულით

საყურადღებო მდგომარეობაა ზღვისპირეთში, სადაც ძირითადი სტუმრები უცხოელი სტუმრები არიან (ადგილობრივი დამსვენებლების ძირითადი ნაწილი მაინც საოჯახო სასტუმროებს სტუმრობს). ზღვისპირეთში შედარებით დაბალია როგორც კომფორტის 84% 8-ზე მეტი და მხოლოდ 37% ≥ 9 ქულითაა შეფასებული, (8 ქულაზე ნაკლებით შეაფასეს 16% სასტუმროებისა) ასევე პერსონალის მომსახურებით კმაყოფილების ხარისხიც 89% 8-ზე მეტი და მხოლოდ 37% ≥ 9 ქულით (8 ქულაზე ნაკლებით შეაფასეს 11% სასტუმროებისა)

გვსურს ასევე ცალკე გამოვყოთ სასტუმროების დახვედრის ფორმაც – ანუ რამდენად დიდ ყურადღებას უთმობენ სასტუმროები სტუმრების დასვენება & რეკრეაციას, რასაც სპეციალურად გართობა & დასვენებისთვის განკუთვნილი ზონების არსებობა და კეთილმოწყობა განაპირობებს.

კახეთში სასტუმროების უდიდეს ნაწილს შემოთავაზებული აქვს მინიმუმ ერთი რეკრეაციული ზონა – ტერასა – 80%, აუზი – 87% და საკონფერენციო 87%. ხოლო განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის ხაზგასასმელად სასტუმროთა 100% საკუთარი რესტორანი & კაფე აქვს. ეს ფაქტი განსაკუთრებულად მეტყველებს კახეთის როგორც სტუმართმოყვარეობის, ასევე გამასპინძლების მაღალ კულტურაზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისის სტუმრების უდიდეს ნაწილს ბიზნეს ტურისტები წარმოადგენენ  მივხვდებით რატომ სთავაზობს სასტუმროთა 60% საკონფერენციო დარბაზსა და  64%  რესტორანსა & კაფეს.  საკმაოდ იშვიათია აუზი, რომელიც მინი-სპორტდარბაზებს აქვთ ჩანაცვლებული.

მთისა და ზღვის გართობა & რეკრეაციას საერთო საფრთხე ყავს უამინდობის სახით. სასტუმრომ უნდა შეუქმნას სტუმრებს გართობის და დროის გაყვენის შესაძლებლობა – შესაბამისად 74% სასტუმროებში არის აუზი და 84%-მდე სასტუმროებში საკონფერენციო დარბაზი, რომელსაც მთაში კინოთეატრადაც იყენებენ.

და ბოლოს ჩვენი დაკვირვება:
სასტუმროს სიდიდეს არ აქვს მნიშვნელობა – მთავარია გულითადი დახვედრა და გამასპინძლება.
პატარა სასტუმროებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ სტუმრის მაქსიმალური  კმაყოფილების შესაქმნელად.
პატარა სასტუმროებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ინდივიდუალური დახვედრა & გამასპინძლება მოუწყონ სტუმრებს და დაუვიწყარი გახადონ დასვენების დრო.
მრავალფეროვანი რეკრეაციული ზონა გაზრდის კმაყოფილების შეგრძნებას სხვადასხვა გამოუვალ სიტუაციაში (მაგ. უამინდობის დროს)
სტუმართმოყვარეობის ძირითადი შეფასება პერსონალით კმაყოფილებაზე მოდის, რომელსაც არ სჭირდება დიდი ინვესტიცია.
კმაყოფილ სტუმარს კიდევ უფრო მეტი სტუმარი მოყავს.