Skip links

ნაკლები ხმაური. მეტი იდეები!

ნაკლები ხმაური. მეტი იდეები!

როგორ შეუძლია სწორ აკუსტიკურ გადაწყვეტილებებს გაუადვილოს ადამიანებს შეხვედრები და იდეების გაზიარება?

თანამშრომლობა და კომუნიკაცია აუცილებელი რესურსია ყველა ბიზნესისა და ორგანიზაციისთვის.

ღია გეგმის საერთო სამუშაო სივრცეებში მუშაობის ტენდენციამ ჩამოაყალიბა თანამშრომლობის კულტურა.

ჯადოქრობა ხდება მაშინ, როცა სხვადასხვა წარმომავლობისა და დისციპლინის მქონე ადამიანები იდეებზე ერთად მუშაობენ, მაგრამ მთელი ეს თანამშრომლობა ქმნის ხმაურს და ხმაური კრეატიულობის მკვლელია!

რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც სამუშაო გარემოს თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით ძალიან კომფორტულსა და შთამაგონებელს გახდის.

  • ხმისა და ვიბრაციების გავრცელების შემაკავებელი მასალები ძირითადად ფეხზე დამდგარი ადამიანის სიმაღლეზე უნდა გამოვფინოთ (იატაკიდან 120-180სმ), რათა მოსაუბრის ხმა შთაინთქას. კედლების დაფარვა რბილი და რელიეფური მასალით ეფექტურია ექოს დასახშობად.
  • გაშლილ სამუშაო სივრცეებში მოძრავი ტიხრები და დაკიდული აკუსტიკური ფარდები უზრუნველყოფს როგორც ხმის დახშობას, ასევე პრივატული ზონირების შესაძლებლობას.
  • ახალი და ფუნქციური ტრენდია გაშლილ სამუშაო სივრცეებში პრივატული სალაპარაკო ოთახების ე.წ. Phone booth მოწყობა – ძალიან მაღალი 30-41dB-მდე ხმის დამხშობი ფუნქციით და საუბრის კონფიდენციალურობის დასაცავად.
 
  • პროფესიონალური აკუსტიკური ჭერი – ამ შემთხვევაში აკუსტიკურ თვისებასთან ერთად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია სწორად გამოვყოთ ოთახების ფუნქცია. სამუშაო სივრცეებში ძირითადად 4 ტიპის ოთახი გვხვდება:
    • საზოგადო სამუშაო სივრცე / კორიდორი/ ამ ზონაში ბევრი ხალხი მუშაობს და იკრიბება – ამიტომ მასალა უნდა იყოს ბალანსირებული რეკომენდირებულია 30-37dB-მდე ხმისდამხშობი მასალა ექოს ჩამკლავი თვისებით NRC 0,80 
    • სასადილო – მნიშვნელოვანია ვიბრაციის ჩახშობა – რეკომენდირებულია NRC 1.00  აკუსტიკური თვისების მასალა;
    • აუდიტორია / საპრეზენტაციო დარბაზი / სათათბირო / შეხვედრების ოთახი  – ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საუბრის სიმკვეთრე, ხარისხი და ვიბრაციის დახშობა რეკომენდირებულია NRC 1.00  აკუსტიკური თვისების მასალა, ხმის დახშობა მოთხოვნის მიხედვით 24-37dB-მდე;
    • ხელმძღვანელის ოთახი/ სამკითხველო/ კონფიდენციალური ზონა – ამ ოთახიდან გარეთ ხმა არ უნდა გავიდეს. რეკომენდირებულია 41dB-მდე ხმისდამხშობი მასალა.
  • დეკორატიული აკუსტიკური ჭერი – აკუსტიკური ჭერის ფართო არჩევანი – ზოლოვანი, ფრაგმენტული თუ ჩანართები – მაქსიმალურ ვიზუალურ და ფუნქციურ სამუშაოს ასრულებს – ახშობს, ალამაზებს და ზონირებაში გვეხმარება. მნიშვნელოვანია დამონტაჟების წესების დაცვა – მაქსიმალური შედეგისთვის უნდა დავაშოროთ როგორც ერთმანეთს, ისე ჭერსაც და დავტოვოთ თავისუფალი სივრცეები.

ხმაურის გამოწვევის მიზეზი არის ასევე სიარული და სკამების გადაადგილებაც. იატაკის საფარის სწორად შერჩევაც ასევე მნიშვნელოვანია ჰარმონიული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

  • საოფისე რბილი იატაკი ოფისში უალტერნატივო იატაკის საფარია – ახშობს როგორც ფეხის ხმას სიარულისას, ასევე სკამის მოძრაობის ხმას. გარდა ამისა ამცირებს ქვედა სართულზე გამავალ ხმაურსაც. 20-37dB-მდე ხმისდამხშობი მასალა
  • კვების ზონებში ვინილის იატაკი სპეციალური დამატებითი აკუსტიკური ფუნქციით ასევე უკეთესი მასალაა სიარულის, სკამებისა და საუბრის ხმის დასახშობად. 17-25dB-მდე ხმისდამხშობი მასალა
  • და ბოლოს – კარი. თანამედროვე ოფისებს სჭირდებათ მერქანბოჭკოვანი შიგთვსის კარი მყარი ჩარჩოთი და დეკორატიული პლინტუსებით, სწორად დამონტაჟების შემთხვევაში (ღიობი ჩარჩოსა და კედელს შორის სრულად უნდა იყოს ამოვსებული სამონტაჟო ქაფით) უზრუნველყოფს ხმაურის შთანთქმას და კომფორტის გაზრდას, რაც ასევე დადებითად მოქმედებს შემოქმედებით-სამუშაო პროცესზე.

რივერსაიდი ახალი ხაზით – მარტივი აკუსტიკური გადაწყვეტილებები – გაძლევთ საშუალებას გარდაქმნათ და მეტად კომფორტული, მრავალფეროვანი და ამავდროულად მყუდრო  გახადოთ თქვენი სამუშაო გარემო – მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური ეფექტით.