Skip links

სტუმრების კმაყოფილების დინამიკა თბილისის სასტუმროებში

2019 წელის აპრილში რივერსაიდმა ჩაატარა კვლევა booking.com და TripAdvisor-ის მონაცემებზე დაყრდნობით. შედარებულ იქნა თბილისის 4 და 5 ვარსკვლავიანი 86 სასტუმრო, რომელთა ოთახების რაოდენობა აღემატება 20-ს;

2022 წელს გადავწყვიტეთ თვალი გვედევნებინა იგივე სასტუმროების გავლილი გზისთვის – რა შეიცვალა მათ მომსახურებაში, გაითვალისწინეს თუ არა სტუმრების რეკომენდაციები თუ შენიშვნები კომფორტისა და სიმყუდროვის საკითხებში.

პანდემიამ ტურიზმს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დარტყმა მიაყენა. ამის შედეგია რომ 86 სასტუმროდან 20 სასტუმრომ შეწყვიტა ოპერირება -23%

სასტუმროების მხოლოდ 8% გარემონტდა

რეიტინგის შენარჩუნება ან გაუმჯობესება შესძლო – 32 სასტუმრომ – 37%

სტუმრების უკმაყოფილება გაიზარდა 35 სასტუმროში – 40%

ცალკე გამოვყოფთ 10 სასტუმროს, რომლებმაც სტუმრების კმაყოფილების მაქსიმალური გაუმჯობესება შესძლეს:

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა – სამუშაო და დასახვეწი ჯერ კიდევ უამრავი დეტალი გვაქვს, ძირითადად ისევ კომფორტის და მომსახურების სფეროში. თუმცა დადებითი და პოზიტიური ძვრები სასტუმროებში პერსონალის კმაყოფილების შეფასებაში უკვე ჩანს. განხილული სასტუმროების 95% პერსონალით კმაყოფილების შეფასება უფრო მაღალი აქვს ვიდრე ჯამური შაფასება!

იმედი გვაქვს 2023 წელი იქნება მნიშვნელოვანი და გარდამტეხი სტუმართმოყვარეობის ხარისხის ასამაღლებლად! დაინტერესების შემთხვევაში პირადად გადმოგიგზავნით თქვენი სასტუმროს კვლევის შედეგებს.

შთამაგონებელი სასტუმროების შესაქმნელად თქვენს გვერდით გვიგულეთ!