თანამედროვე მასალები ქმნიან ახალ გამოწვევებს უკეთესი, მშვიდი და წარმატებული მომავლის შესაქმნელად. ამჯერად კედლის პანელების ეფექტურობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
კედლის პანელის გამოყენებას ინტერიერის დიზაინში ბევრი სარგებელი მოაქვს. ეს პოპულარული არჩევანია სახლების, საცალო და კომერციიული ფართების, რესტორნებისა და რეცეფციების მოწყობისას.
- ვიზუალური დამხმარე – კედლის პანელების სწორი გამოყენებით ჩვენ ვიზუალურად სიმაღლეში ვზრდით, ვაფართოვებთ ან უფრო მყუდროს ვქმნით ინტერიერს. სხვადასხვა ტექსტურის დამატებით ვქმნით მიმზიდველ და საინტერესო ფოკუსს სივრცისთვის.
- მრავალფეროვნება – კედლის პანელები იძლევა მარტივი გადაწყვეტილებების უამრავ შესაძლებლობებს ხის, ქვის, ქსოვილის, მეტალის და უამრავი სხვა მასალის როგორც იმიტაციის, ასევე ორიგინალის გამოყენებით.
- მონტაჟის სიმარტივე – პანელები შესანიშნავია მათთვის, ვისაც უყვარს ხელსაქმე, რადგან მათი დაყენება მარტივია. უკვე გარემონტებულ ოთახშიც მარტივადაა შესაძლებელი დაამატოთ ელეგანტური მხატვრული კედელი სახლში, კოქტეილ ბარში, რესტორანში, კაფესა თუ ოფისში.
- გაწმენდა – ისეთივე მარტივია, როგორც წყლის, მსუბუქი საყოფაცხოვრებო სარეცხი და ღრუბლის გამოყენება. ჭუჭყის უმეტესობა მაშინვე წაიშლება. მარტივადაა ასევე შესაძლებელი უმეტესობა პანელების დეზინფექცია (გარდა აკუსტიკური და ქსოვილის ზედაპირიანი მასალებისა).
- სიმტკიცე – პანელების გამძლეობა გამორიცხავს ხშირი შეკეთების აუცილებლობას, რადგან უმეტესობა მათგანისა ნაკაწრების მიმართ მედეგი და ასევე ანტიაალებადია, განსაკუთრებით იმიტაციები, რაც მათ იდეალურს ხდის მაღალი ტრაფიკის – კვებისა და სამედიცინო დანიშნულების ზონებისთვის.
- სიმყუდროვე – ქსოვილის ზედაპირიანი პანელები მაღალი აკუსტიკური თვისებებით გამოირჩევიან. აღსანიშნავია მათი ენერგოეფექტური თვისებებიც – იკავებენ როგორც ხმაურს, ასევე სითბოს, საუკეთესოა ბავშვების ოთახებში და საძინებლებში, ასევე ოფისებსა და საკონფერენციო ზონებისთვის.