Skip links

რბილი იატაკი = მყუდრო სახლი

 

დამღლელი დღის შემდეგ სახლში მისვლა ყველას მიგვეჩქარება. იმისათვის რომ სახლი იყოს ყველაზე კომფორტული, თბილი და მყუდრო, ინტერიერის მოპირკეთებისას უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ტექსტურების კომბინაცია და დიდი ყურადღება დავუთმოთ რბილ საფარს.არაფერი შეედრება თქვენი ფეხების ქვეშ ხალიჩის რბილ, მდიდრულ შეგრძნებას!რა თქმა უნდა, ხალიჩა მოითხოვს ცოტა დამატებით მოვლას, მაგრამ ხმის შთანთქმის, სითბოს და საერთო კომფორტის თვალსაზრისით, უბრალოდ არ ყავს შემცვლელი.ამდენი განსხვავებული ფერის, მასალისა და დიზაინის გამო, შეიძლება რთული იყოს თქვენი სახლისთვის საუკეთესო ხალიჩის არჩევა. არასწორად შერჩეული ხალიჩა შეიძლება სწრაფად გაცვეთდეს, გაქრეს ან გამოჩნდეს ლაქები, რომლებიც  ეწინააღმდეგება თქვენს  დასუფთავების მცდელობებს. დაიცავით თქვენი ინვესტიცია, შეარჩიეთ და დაამონტაჟეთ საუკეთესო ხალიჩა თქვენი სახლისთვის & პროექტისთვის ამ რჩევების გათვალისწინებით:

  • სწორად შეარჩიეთ! – მასალის არასწორი შერჩევა შეიძლება გახდეს უკმაყოფილების მიზეზი – რბილი იატაკი განსხვავდება მასალის, ქსოვის, ფორმატის, კონსტრუქციისა და ცვეთადემეგობის  მიხედვით და თითოეულ ზონას სჭირდება მახასიათებლების საჭირო კომბინაციის შერჩევა;
  • არაპროფესიონალური მონტაჟი და არასწორი სამონტაჟო მასალების გამოყენება ძალიან ხშირად გამხდარა რბილი იატაკის ხარისხისთ უკმაყოფილების უსამართლო მიზეზი;
  • რეკომენდირებული ქიმია – რბილი იატაკის ხშირი წმენდა და თან არაპროფესიონალური ქიმიური ხსნარებით აზიანებს იატაკს; არც თუ იშვიათად ავიწყდებათ გამოყენებული ქიმიის სუფთა წყლით ჩამორეცხვაც, საზიანოა ასევე გაშრობის არასაკმარისი დრო – ახალგარეცხილ იატაკზე 24 საათი უმჯობესია არ გავიაროთ.
  • ლაქების დამუშავება – დაუშვებელია დასვრილი ადგილის მოხეხვა, მოჭყლეტვა, ძალის დატანება – ლაქა უნდა დამუშავდეს სპეციალური გამწმენდი სითხითა და სუფთა არაბოჭკოვანი ხესლახოცით ხელის მსუბუქი მოძრაობით გარედან -შიგნით მიმართულებით და არა პირიქით;
  • ფერები და დიზაინი – მრავალფეროვანი შემოთავაზებების გამო რთულია არჩევანის გაკეთება:
    • ღია ტონის ერთფერი იატაკი – სივრცეს ზრდის, თუმცა ნაკლებად მყუდროა და დასვრისა და ლაქების მიმართ ყველაზე დაუცველია.
    • ჭრელი იატაკები – საფრთხილოა დიზაინის შერჩევა, სწორი არჩევანის გაკეთბის შემთხვევაში რამოდენიმეჯერ უზრდის იატაკს სისუფთავის ეფექტს, არ ეტყობა ნაფეხურები და ლაქები; ვიზუალურად აპატარავებს სივრცეს და ზრდის კომფორტისა და სიმყუდროვის შეგრძნებას.
    • კომბინირებული ნაქსოვი -,,სქროლი“ ბევრი პრობლემის ერთიანად გადაჭრის შესაძლებლობაა – სხვადასხვა სიმაღლის თუნდაც ერთფერი მარყუჟები ვიზუალურად დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში.

ნიმუშების, ფერებისა და ახალი ტრენდული რბილი იატაკების გასაცნობად დაგეგმეთ ჩვენთან ვიზიტი თქვენთვის ხელსაყრელ დროს – ჩვენს ახალ შოურუმში – ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი-ში

დაგვიკავშირდით 595903700