Skip links

ძილისა და ენერგიის აღდგენის ჩვენებური ხედვა

ძირითადი მიზეზი, რისთვისაც სტუმარი მოდის სასტუმროში – ეს არის ღამის გათევა.

ხშირად სტუმრის უკან დაბრუნება&არდაბრუნება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თუ როგორ მოისვენებს თქვენს საწოლში. თუმცა, თუ სტანდარტულ ძილს კიდევ ენერგიის აღსადგენ და გამაახალგაზრდავებელ ფუნქციას შემატებთ, დასაძინებლად მოსული ხალხის მიღებას ვეღარ აუხვალთ.

  1. გაითვალისწინეთ რჩევები და დაახვედრეთ მათ კომფორტული საწოლი და მატრასი – ეს არის გონივრული ინვესტიცია!

    • საწოლის შემადგენლობა = მყარი ბაზა + კომფორტული მატრასი.
      • მატრასის ხარისხს მნიშვნელოვანად განაპირობებს მისი შედგენილობა. ყურადღებით აარჩიეთ საუკეთესო კომბინაცია: ჯიბეებიანი ზამბარები, ხარისხიანი ღრუბელი, მეტი კომფორტისთვის ლატექსის ფენა,  ანტიალერგიული და ნატურალური ტექსტილი.
      • საწოლის ბაზა უნდა იყოს მყარი – შიგნიდან რკინის კონსტრუქციით გამაგრებული და გარედან გადაკრული სქელი ნაჭერი – ნაჭრის გადაკვრა უზრუნველყოფს საწოლის კუთხეების მორბილებას და ფეხით უხერხული შეჯახებისას დაზიანებისგან დაცვას;
    • მატრასის სირბილე – მყარი და მაგარი მატრასი ხერხემლისთვის უკეთესიაო, ამბობენ ორთოპედები. ეს რჩევა ჯობია სახლში გაითვალისწინოთ, სასტუმროში კი სტუმრები გაანებივროთ რამოდენიმე ღამე რბილ მატრასზე წოლით;  ექსპლუატაციის ვადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მყარი მატრასი უფრო დიდი ხანი მოგემსახურებათ. როგორც ყველგან, აქაც ჯობია ოქროს შუალედის დაჭერა და მატრასი საშუალო სიხისტის შეარჩიოთ, ხოლო ზემოდან სქელი მატრასის დამცავი იხმაროთ სირბილის მოსამატებლად. სიმაღლით კი მინიმუმ 25სმ მატრასი შეარჩიეთ.
    • არ დაგავიწყდეთ მატრასის ,,გადატრიალება“ – ყოველ კვარტალში ერთხელ შეუცვალეთ მატრასს როგორც მხარე, ისე გვერდი – ამით მისი მომსახურების დრო საგრძნობლად მოიმატებს. პროფესიონალი მწარმოებლები მატრასების გვერდებზე სპეციალურ განმასხვავებელ ნიშნებს ამაგრებენ, რომ არ შეგეშალოთ გადატრიალების დრო და მხარე.
    • დამცავი – იგი რამოდენიმე ფუნქციას ასრულებს:
      • იცავს მატრასის ზედაპირს ლაქებისა და სისველისგან;
      • იცავს თავად მატრასს ფორმის შეცვლისგან;
      • იოლად ირეცხება და ამიტომ ჰიგიენურ ნორმებს აკმაყოფილებს;
      • თუ აპირებთ მატრასების კომბინირებას (90+90) გამოიყენეთ სპეციალური დამცავი დასქელებული თავით, რომ მაქსიმალურად დაიმალოს შეერთების ადგილი;
    • საბანი და თეთრეული – აუცილებლად ნატურალური და ანტიალერგიული მასალის უნდა გამოიყენოთ;

  • თქვენს სასტუმროს დაუვიწყარს გახდის ბალიშების მენიუ – ნომრის ჯავშნისას წინასწარი შერჩევით ან სტუმრობის დროს დიასახლისთან დარეკვით შესაძლებლობა მიეცით სტუმარს შეარჩიოს სხვადასხვა შიგთავსისა და ფორმის ბალიში, რათა საუკეთესოდ გამოიძინოს:
  • ერგონომიული ბალიში – მოხერხებული ძილი თავისა და კისრის ფიქსაციით;
  • ბუმბულის ბალიში – მაქსიმალური სირბილე, სითბო და კომფორტი;
  • ანტიალერგიული – მიკრო-ბოჭკოვანი შიგთავსით ალეგიის პრევენციისთვის;
  • გვირილისა თუ ლავანდის სურნელოვანი ბალიშები მაქსიმალური რელაქსაციისა და ღრმა ძილისთვის…
  • არ დაგავიწყდეთ ღამის ფარდების გამოყენება – ბლექაუთი მინიმუმ 80-90% ხარისხით; სტუმრების უმეტესობა მივლინებაში ან შვებულებაშია და დილის ძილი განსაკუთრებით ტკბილია ამ დროს …
  • და ბოლოს – ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს ოპტიმალური ყველა სეზონზე. 22-24 გრადუსი ძილისთვის საუკეთესო ტემპერატურაა …

ჩვენი სიცოცხლის 1/3 ძილში ვატარებთ…

ყოველი გამოძინებული ღამე ბედნიერი დღის მიზეზია!

შექმენი შთამაგონებელი დასასვენებელი სივრცე!

რივერსაიდი შენს გვერდით მუდამ სიახლის ძიებაში