სასტუმროს რეცეფცია – თქვენი პირველი განაცხადი სტუმართმოყვარეობის სიყვარულის დასამტკიცებლად
• ადგილი სადაც პირველად გვიწევს სტუმართან პირის-პირ შეხვედრა;
• ადგილი სადაც ნამგზავრმა სტუმარმა თავი უნდა იგრძნოს კომფორტულად და მშვიდად;
• ადგილი სადაც სტუმრებს ექმნებათ წარმოდენა – თუ სად მოხვდნენ და რას უნდა ელოდნენ მასპინძლისგან;
• ადგილი სადაც პირველად უწევთ დაფიქრება – სწორად დაგეგმეს თუ არა მოგზაურობა, გაუმართლდებათ თუ არა მოლოდინები;
გიზიარებთ რჩევებს განუმეორებელი რეცეფციის შესაქმნელად და 4 მარტივ გზას საუკეთსო დახვედრის უზრუნველსაყოფად:
1. რეცეფცია – მოაწყვეთ მაქსიმალურად კომფორტული მისაღები, მშვიდი და სასიამონვო განათებით, წელიწადის დროის შესაბამისი სასიმოვნო ტემპერატურით და მშვიდი მუსიკით; გამოიყენეთ სპეციალური დამამშვიდებელი სურნელის არომატიზატორები არამძაფრი სურნელით.
2. ლაუნჯი – დასასვენებელი, ჩამოსაჯდომი ადგილი აუცილებელია რეცეფციასთან ახლოსვე გქონდეთ. შემოსვლის, გამგზავრების ან ლოდინის დროს სტუმარი კომფორტულად მოისვენებს და სასმელსაც მიირთმევს.
3. დაგეგმარება – მაქსიმალურად ეცადეთ რესტორანი მოარიდოთ რეცეფციას – ან უზრუნველყოთ საჭმლის სუნის იზოლირება; იგივე გაითველისწინეთ სველ წერტილებზეც.
4. სიმყუდროვე – მიუხედავად გავრცელებული სტანდარტისა – იატაკზე ბუნებრივი ან ხელოვნური ქვის გამოყენებისა – გამოიყენეთ მეტად კომფორტული მასალებიც მარტივი შეცვლის ფუნქციით – მაგალითად მოსაცდელ ზონაში დააგეთ ნოხი – ეს გაზრდის როგორც სიმყუდროვეს, ასევე დაახშობს ხმას და დაათბობს ატმოსფეროს;
5. ფოტოსესიის კუთხე - თუ რეცეფციაში მოაწყობთ ორიგინალურ, დეკორატიულ
კუთხეს სასტუმროს კონცეფციის გათვალისწინებით, რომელიც იქნება
განსაკუთრებული დიზაინის, მხოლოდ თქვენი ხელწერით, სტუმრების უმეტესობა
გადაიღებს ფოტოს, რომელსაც გააზიარებს სოც. ქსელებში, რაც ცნობადობასაც
გაგიზრდით და სტუმრებსაც დიდხანს გაახსენებს თავს;
6. დეკორატიული კედელი - დეკორატიული პანელები განსაკუთრებულ კომფორტსა
და ხასიათს სძენენ რეცეფციის დიზაინს. გემოვნებით შერჩეული პანელები
შეცვლიან გარემოს, ასევე დაიცავენ დაზიანებისაგან, დაფარავენ ნაკლსა თუ
პერსონალის ოთახის კარს...
7. ადაპტირებული - რეცეფციის ზონა ადაპტირებულიუნდა იყოს ყველა ტიპის
სტუმარზე - მათ შორის ბავშვებზეც
8. რეცეფციის დიზაინის შერჩევისას აქცენტი გააკეთეთ:
მხატვრობა & ხელოვნების ნიმუშებზე & სკულპტურებზე;
ბუნებაზე & ცხოველებზე, ადგილობრივ კულტურაზე;
სადღესასწაულო მორთულობა - არ გამოგრჩეთ დღესასწაულებზე და
განსაკუთრებულ დღეებზე რეცეფციის მორთვა შესაბამისი ატრიბუტიკით (ახალი
წელი, 8 მარტი..) ასევე არ დაგავიწყდეთ მათი შენახვაც მომავალ გამოყენებამდე.
9. პერსონალი – რეცეფციაში სასიამოვნო გარეგნობის, მშვიდი, მომღიმარი,
კომუნიკაბელური, პერსონალი უნდა მუშაობდეს დიპლომატიური უნარჩვევებით.
ის კარგად უნდა საუბრობდეს საერთაშორისო ენებზე.
10. კორპორატიული სტილი – ჩააცვით პერსონალს ორიგინალური უნიფორმა და
არაშაბლონური პიჯაკი!
და ბოლოს, რეცეფცია არის დახვედრისა და შეხვედრის ადგილი – შექმენით თქვენი და თქვენი ქვეყნის დაუვიწყარი მოგონებების ისტორია